ბელგრადში დასრულდა ევროპის ჩემპიონთა ლიგა ძიუდოისტთა შორის
ჩემპიონის წოდებისთვის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბელგრადის „აძკ" (Omladinski džudo klub - ახალგაზრდული ძიუდოს კლუბი) და „არისი" (საბერძნეთი) დაუპირისპირდნენ.
მასპინძლებმა შეხვედრა 3:0 მოიგეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი" და „გოლდენ გორი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრანგებმა 3:2 მოიგეს. „გოლდენ გორიდან" შეხვედრები მოიგეს ვაჟა მარგველაშვილმა ვალიდ ხიართან და გიორგი ტერაშვილმა ალექსის რენართან, „პარი სენ-ჟერმენიდან" ტედი რინერმა შალვა გურეშიძესთან, ტატო გრიგალაშვილმა ვლადიმერ ახალკაცთან და ლაშა საბაურმა ზაურ დვალაშვილთან.
ტურნირის ფავორიტად მიჩნეულმა „პარი სენ-ჟერმენმა" პულში ესპანეთის ქალაქ მერიდას კლუბ „სტაბიას" მოუგო (მოიგეს ლაშა ბექაურმა, ტედი რინერმა და ვალიდ ხიარმა, დამარცხდა ალფა უმარ ჯალო, განაცხადში მყოფ მეორე ქართველს, ლაშა შავდათუაშვილს ტატამზე გასვლამ აღარ მოუწია), ნახევარფინალში კი ბელგრადის „აძკ''-თან (Omladinski džudo klub - ახალგაზრდული ძიუდოს კლუბი) 1:3 წააგო (მოიგო შეხვედრა ტედი რინერმა, დამარცხდნენ ალექსის მატიე, ვალიდ ხიარი და ლაშა შავდათუაშვილი - მასპინძელთა გუნის ესპანელ წევრთან, ხორხე კანო გარსიასთან. განაცხადში მყოფ ტატო გრიგალაშვილს ტატამზე აღარ უხმეს, რადგან შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო).
ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული „მებრძოლი" პულში ბელგრადის „აძკ''-თან ( Omladinski džudo klub - ახალგაზრდული ძიუდოს კლუბი) 2:3 დამარცხდა, შემდეგ რეპეშაჟის პირველი შეხვედრა მოუგო პოდგორიცას „პროლეტარს" (მონტენეგრო), წააგო „სტაბიასთან" და ბრინჯაოს ფინალში ვერ გავიდა და მე-7 ადგილით დაკმაყოფილდა.