ბუდაპეშტში, ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენაზე მიმდინარე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა 52 კგ წონითი კატეგორიასა და კაცთა 66 კგ წონითი კატეგორიაში გამოვლინდნენ პრიზიორები.
ქალთა შორის ფინალში იაპონელმა უტა აბემ კოსოვოელი დისტრია კრასნიკი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მეხუთედ მოიპოვა.
1. უტა აბე - იაპონია
2. დისტრია კრასნიკი - კოსოვო
3. მაშა ბალჰაუსი - გერმანია
3. როზა დიორტიაში - უნგრეთი
66 კგ წონის ფინალში ვაჟა მარგველაშვილთან შეხვედრაში გამარჯვებული ტაჯიკი ნურალი ემომალი იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან დამარცხდა. ორგზის ოლიმპიურმა და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა, იაპონელმა ჰირუმი აბემ, ისევე როგორც მისმა მძლეველმა, ტაჯიკმა ობიდ ჯებოვმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
1. ტაკეში ტაკეოკა - იაპონია
2. ნურალი ემომალი - ტაჯიკეთი
3. ობიდ ჯებოვი - ტაჯიკეთი
3. ჰირუმი აბე - იაპონია
ამრიგად, ორი დღის ასპარეზობის შემდეგ, იაპონელების ანგარიშზე სამი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. ერთი ოქრო იტალიელებმა მოიპოვეს. ტაჯიკებს ვერცხლი და ბრინჯაო აქვთ. თითო-თითო ვერცხლის მედალი მოიპოვეს ფრანგებმა, ყაზახებმა და კოსოვოელებმა, თითო-თითო ბრინჯაო კი მონღოლებმა, ძიუდიოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსებმა, ესპანელებმა, გერმანელებმა და უნგრელებმა.