პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ქალები 57-63 კგ, ხოლო კაცები კი 81კგ წონით კატეგორიაში იბრძვიან მედლებისთვის.
ქალთა 57 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა მერვედფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუსი დარის კურბონმამედოვა დაამარცხა იუკოთი, მეოთხედფინალში შვეიცარიელ ბინტა ნდიაიეს იპონით მოუგო, ნახევარფინალში კი ისრაელელ ტიმნა ნელსონ ლევის და ფინალში გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი სერბ მარიცა პერისიჩს და გერმანელ სეია ბალჰაუსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ამავე წონაში მოასპარეზე მეორე ქართველმა ძიუდოისტმა ნინო ლოლაძემ პირველი შეხვედრა იპონით მოუგო ბულგარელ სნეჟანა გრამატიკოვას, მეორეში კი სერბ მარიცა პერისიჩთან იუკოთი დამარცხდა.
63 კგ წონაში ეთერ ასკილაშვილმა იპონით დამარცხდა ნიდერლანდელ გეკე ვან დერ ბერგთან.