ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, აჭარის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში გაიმართა.
შეჯიბრება IPF საერთაშორისო წესების დაცვით ჩატარდა.
აღნიშნულ ტურნირში, ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბ "ფაზისი 2011" - ის ათლეტებმა წოლჭიმში, სამ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს და ჭაბუკებში სამივე წონით კატეგორიაში 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
59 კგ წონითი კატეგორია (ჭაბუკები)
III ადგილი - ვლადიმერ გაბედავა (წოლჭიმი 62.5 კგ.)
66 კგ წონითი კატეგორია (ჭაბუკები) III ადგილი - ლუკა გულუა (წოლჭიმი 52.5 კგ.)
74 კგ წონითი კატეგორია (ჭაბუკები) III ადგილი - ლუკა პატარაია (წოლჭიმი 92.5 კგ.)
მწვრთნელი: ლევან გორგოძე
კლუბის ხელმძღვანელი, მწვრთნელი: დავით გულუა.
აღსანიშნავია ლუკა გულუას დებიუტი, რომელმაც საკუთარ წონით კატეგორიაში შეძლო საპრიზო ადგილის მოპოვება.
ჩემპიონატი აჭარის ათლეტიზმის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.








