ბრატისლავაში გრძელდება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში.
დღეს, ბრატისლავაში, თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 57-65-79-92კგ წონითი კატეგორიებში გაიმართა ფინალური შეხვედრები.
92 კგ წონითი კატეგორიის ფინალში სანდრო ყურაშვილი ირანელ აბოლფაზლ იასერ რაჰმანი ფირუზჯაისთან 0:2 მარცხდებოდა, შეხვედრის დამთავრებამდე კი 10 წამი იყო დარჩენილი. ყურაშვილმა სეუტია ილეთი წამოიწყო და 4-ქულიანიუ გდება ბოლო წამზე დაასრულა. ირანელების პროტესტი დროის ამოწურვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ხვალ ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად რეპეშაჟიდან იწიდავებენ კონსტანტინე პეტრიაშვილი და ალექსანდრე აბრამიშვილი.
მიოამზადა რაულ კაპანაძემ




