დღეს მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგიურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში მედლების კომპლექტი გათამაშდება. თავისუფალი პროგრამით ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილი, ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა იაპარეზებენ.

შეჯიბრება 22:30 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გუნდური შეჯიბრების ფინალში სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამით უკვე გამოვიდა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი, რომელმაც 117.82 ქულა მიიღო, 7 გუნდური ქულა მოიპოვა და ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 32 ქულით მეხუთე ადგილზეა.