უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმის „დინამომ" რაზგრადში „ლუდოგორეცთან" გამართა.
შეხვედრის პირველი ნახევარი „რაზგრადელმა არწივებმა" 2:0 მოიგეს.
მეორე ნახევრის პირველი წუთებიდან ბათუმელებმა შეუტიეს მასპინძელთა კარს და 62-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ერთი გოლი გაქვითა.
72-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმოდან ორბურთიანი სხვაობა აღადგინეს.
განმეორებითი შეხვედრა ბათუმში 17 ივლისს გაიმართება.