უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრაში „ბათუმის „დინამომ" რაზგრადის „ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) მიიღო.
პირველი შეხვედრა ბულგარელებს სახლში 3:1 ჰქონდათ მოგებული და განმეორებით შეხვედრაში ბათუმელებს სულ მცირე ორი ბურთის სხვაობით მოგება ესაჭიროებოდათ.
შეხვედრის მე-3 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა ანგარიში, მე-9 წუთზე კი მანვე მეორე გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ამ შემთხვევაში წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
ბათუმელები შეტევას განაგრძობდნენ, სტუმრები კი ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. მათ ეს შეძლეს, თავი დაიცვეს და ტაიმის ბოლო წუთზე სახიფათო შეტევის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ. ბათუმელთა კარი ძელმა იხსნა.
შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრებმა ისევ დროის მაქსიმალურად გაყვანის და ტემპის დაგდების ტაქტიკა აირჩიეს. ბათუმელებს კარის აღების ბრწყინვალე შანსი ორჯერ მიეცათ, მაგრამ ონორე გომისმა ჯერ ძელს მოარტყა ბურთი, შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გამოიყენა მომენტი.
„დინამო" ბათუმი ასპარეზობას კონფერენც ლიგაზე გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე მონტენეგროს „ბეტიჩი" იქნება