უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალის მონაწილე ორი წყვილის პირველი შეხვედრები დასრულდა.

ლონდონში, „არსენალის“ და „რეალის“ შეხვედრის ბედი დეკლან რაისის მიერ ბრწყინვალედ შესრულებულმა საჯარიმოებმა გადაწყვიტა. მასპინძელთა ნახევარმცველმა 58-ე და 70-ე წუთებზე უზადოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმები.

„არსენალი“ - „რეალი“ (0:0)
გოლები: 58' და 70' დეკლან რაისი, 1:0 და 2:0, 75' მიკელ მერინო 3:0
გაძევება: 90+4'ედუარდო კამავინგა („რეალი“, მეორე ყვითელი)


მიუნხენში, „ბაიერნის“ და ინტერის“ შეხვედრაში ლატარო მარტინესის მიერ 38-ე წუთზე გატანილ გოლს მასპინძლებმა 85-ე ტომას მიულერის გოლით უპასუხეს, მაგრამ სამ წუთში დავიდე ფრატეზიმ ისევ დააწინაურა სტუმრები.

„ბაიერნი“ - „ინტერი“ 1:2(0:1)
გოლები: 38' ლაუტარო მარტინესი 0:1, 85' ტომას მიულერი 1:1, 88' დავიდე ფრატეზი 1:2


განმეორებითი შეხვედრები 16 აპრილს გაიმართება. „არსენალის“ და „რეალის“ წყვილში ორი მატჩის შედეგით გამარჯვებული ნახევარფინალში „პარ სენ-ჟერმანს“ და „ასტონ ვილას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ხოლო „ბაიერნის“ და „ინტერს“ შორის გამარჯვებულს ნახევარფინალში „ბარსელონას“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ გუნდებს შორის უმჯობესთან მოუწევს თამაში.