დადგება ის მომენტი, თუ არაფერი არ ხდება უცხოელებიც გეტყვიან მიიღეთ ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„ადრე თუ გვიან, ჩვენ ხალხი მოგვთხოვს, აბა როგორია შენი საგზაო რუკა, რას ითხოვ. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი - რაღაცას ვითხოვთ. უცხოელებიც გვეკითხებიან, რას ითხოვთ და როგორ ითხოვთ. დადგება ის მომენტი, თუ არაფერი არ ხდება, უცხოელებიც გეტყვიან, მიიღეთ ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. შენ ხომ უნდა გქონდეს მზად პოზიცია ამ შემთხვევაში'',- განაცხადა გიგი უგულავამ.