ინგლისის ჩემპიონშიპში ოცდამეთვრამეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდმა“ სახლში „ვრექსემი“ დაამარცხა და მასთან ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა.

გიორგი ჩაკვეტაძე (Flashscore - 7,6) 83-ე წუთზე შეცვალეს, საბა გოგლიჩიძე (flashscore - 6,4) მინდორზე ბოლო წუთამდე იყო.

„უოტფორდი“ - „ვრექსემი“ 3:1(2:0)
გოლები: 18' მარკ ბოლა (გიორგი ჩაკვეტაძე) 1:0, 38' ედო კაიემბე 2:0, 49' მაქს კლევორტი 2:1, 90+4' ედუარდო ბოვე 3:1