სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში დასრულდა ევროპის ღია ჩემპიონატი ჭადრაკში 

ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მეთერთმეტე ტურში მიხეილ მჭდლიშვილმა (ფიდეს რეიტინგი 2569, განთესვა 67) სერბი მილოშ სტანკევიჩი (2447, N168) დაამარცხა, გიგა ყუფარაძემ (2483, N132) კი ფრანგ ჟიულ მუსარს (2684, N%) სძლია.

ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ნიკოლოზ კაჭარავამ (2531, N92) სომეხ გაბრიელ სარგისიანთან (2699, N1), თორნიკე სანიკიძემ (2459, N153) იტალიელ ლუკა მორონისთან (2578, 59), გაიოზ ნიგალიძემ (2448, N167) რუმინელ ადრიან-სიმიონ სუჩერესთან (2369, N235) და ნოე თუთისანმა (2411, N196) ლიტუველ პაულიუს პულტინევიჩიუსთან (2546, N81).

საბოლოოდ, თერთმეტი შესაძლებლობიდან 8,5-8,5 ქულით საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:

1. ალექსეი სარანა (ფიდე, 2668, N11) - 8,5
2. შევჩენკო (რუმინეთი, 2668, N12) - 8,5
3. დანიელ დარდჰა (ბელგია, 2610, N42) - 8,5

ქართველმა მოჭადრაკეებმა ტურნირი, რომელშიც 484 მოჭადრაკე მონაწილეობდა,  ასე დაასრულეს:

35. ნიკოლოზ კაჭარავა -7,5
43. მიხეილ მჭედლიშვილი - 7,5
49. გიგა ყუფარაძე - 7,0
96. თორნიკე სანიკიძე - 7,0
108. გაიოზ ნიგალიძე - 6,5
161. ნოე თუთისანი - 6.0