გერმანიის „ბუნდესლიგა 2-ში" პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.
ბუდუ ზივზივაზის „კარლსრუემ" სახლში „ნიურბერგი" მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები მე-20 წუთზე დაწინაურდნენ, 31-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაზარდეს.
შეხვედრის 45+2 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება და მასპინძლებს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა.
მეორე ნახევრის 73-ე და 79-ე წუთებზე მან კიდევ ორჯერ აიღო სტუმრების კარის და „კარლსრუეს" პირველი გამარჯვება მოუტანა