ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავეები იმრე პოლიაკის და იანოშ ვარგას სახელობის სარეიტინგო ტურნირზე დასრულდა ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის.
საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების გუშინ მოპოვებულ ოქროს და სამ ბრინჯაოს დღეს ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო შემატეს მირიან მაისურაძემ, იუზა ცერცვაძემ და ევსემი შველიძემ
92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ უნგრელები კრისტიან გაბორ ანგელი და ბალაჟ ატილა იუნაჟი შესაბამისად, 11:0 და 10:0 დაამარცხა, იუზა ცერცვაძეს კი 7:2 სძლია.
თავის მხრივ, იუზა ცერცვაძემ კრისტიან გაბორ ანგელს 3:3-ზე სძლია, ბალაჟ ატილა იუნაჟი კი 8:0 დაამარცხა.
86 კგ წონაში ევსემი შველიძემ ალჟრელ ფატეჰ ბენფერჯალაჰს და უნგრელ პატრიკ იანოშ მეზეის ერნაირი ანგარიშით, 12:2 სძლია, ნახევარფინალი ამერიკელ ტრენტ ნიმონდ ჰიდლეისთან 3:13 წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კი უზბეკ ბობურ ისლომოვს 7:2 მოუგო.
74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ელბაქიძ მეოთხედფინალში უზბეკ რაზამბეკ ჯამალოვთან 3:5 დამარცხდა, რეპეშაჟში ვენესუელელი ანტონი მონტერო ჩირინოსი 5:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ირანელ ალი აბას რეზაეიგჰუსგელეჰთან 3:5 დამარცხდა.
ამრიგად, იმრე პოლიაკის და იანოშ ვარგას სახელობის სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, რომლებიც ცხრა წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ, ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გუნდურ ჩათვლაში, სადაც ყოველ წონაში ქვეყნიდან მხოლოდ ერთი საუკეთესოს შედეგის გათვალისწინება ხდება, საქართველომ 133 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ირანის ნაკრებს 16 ქულით გაუსწრო.