ბრატისლავაში იუნიორთა (21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების) ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ევროპის ჩემპიონატის ტატამზე ვაჟთა ოთხ და ქალთა ექვს წონით კატეგორიაში დასრულებული შეხვედრების შემდეგ საქართველოდან მოასპარეზე 9 ძიუდოისტიდან (4 ვაჟი და 5 ქალი) ბრძოლას მხოლოდ 78კგ წონაში მოასპარეზე ლიზი კვარცხავა აგრძელებს. მან  პირველ წრეში ბოსნია და ჰერცეგოვინელ სოფია პაიჩთან გაიმარჯვა და შემდეგ წრეში სერბ იოვანა სტეპანოვიჩს შეხვდება

ძიუდოს გულშემატკივრებმა ქართველი გამარჯვებულის კვარცხლბეკზე მაინც იხილეს. ეს 73კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტი, 18 წლის ირაკლი გოგინაშვილი იყო, რომელმაც ფინალში სომეხი ნარეკ ვარდანიანი დაამარცხა, თუმცა საქართველოც და სომხეთიც ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით უმედლოდ არიან, რადგან გოგინაშვილი დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ ასპარეზობდა, ვარდანიანი კი შვედეთის.

ვაჟთა 4 წონითი კატეგორიიდან (60-66-73-81) ორში (60-66კგ) აზერბაიჯანმა იმარჯვა, ერთში დიდმა ბრიტანეთმა და ერთში (81კგ) სერბეთმა, ქალთა 5 წონით კატეგორიაში (52-57-63კგ) კი სამ წონაში ოქრო იტალიამ მოიპოვა, ერთში (48კგ) ესპანეთმა და ერთში (70კგ) თურქეთმა.