რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი პირველი შეხვედრა თბილისში „ავჭალის“ სტადიონზე გამართა და შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა – 110:0

ლელო: ივანიშვილი (2), აფრასიძე (2), ტაბუცაძე (2), აფციაური (2), კვესელაძე, ჯაფარიძე, კახოიძე, მატკავა, სპანდერაშვილი, ალანია, შვანგირაძე, ხაინდრავა.

გარდასახვა: მატკავა (8), ნინიაშვილი (7)

საქართველოს ნაკრები თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული და „ბორჯღალოსნებმა“ ეს სტატუსი გაამართლეს, მათ მეტოქეს 16 ლელო დაუდეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში, „ავჭალაზე“ გამართავს – „ბორჯღალოსნები“ 8 თებერვალს ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა – ავსტრალიის საგზურს ევროპიდან ოთხი მოწინავე გუნდი მიიღებს, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება.