„ბორჯღალოსნებმა“ ერთა თასზე კანადელები ანგარიშით - 59:14 დაამარცხეს. მსოფლიო რაგბის „ერთა თასის“ ნოემბრის სერიის სადებიუტო მატჩი ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა.
საქართველოს შემადგენლობა კი ასეთი იყო:
ხაზი - 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება - 1. გიორგი ახალაძე, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. გიორგი ჯავახია, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა შვანგირაძე.
მარქაფა - 16. ვანო კარკაძე, 17. სერგი აბრამიშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გაგი მარგველაშვილი, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. გელა აფრასიძე, 23. გიორგი შველიძე.
პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ოთხი ლელო დადეს, რასაც სტუმრებმა ორით უპასუხეს და პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ 24:14 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებიდან ლელოები დაჩი პაპუნაშვილმა, აკაკი ტაბუცაძემ, დავით ნინიაშვილმა და ლუკა ტაბატაძემ გაიტანეს, აღსანიშნავია, რომ ტაბატაძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო ლელოც მიითვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კანადელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, თან 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა მათი კაპიტანი სინბინში გაუშვა.
თამაშის დარჩენილი დროც საქართველოს ნაკრების უპირატესობით გაგრძელდა. „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ოთხი ლელო დადეს (გიგაშვილი, კახოიძე, ტაბუცაძე, კარკაძე) და მსოფლიო რაგბის ერთა თასის გათამაშებაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს კვლავ „ავაჭალის“ სტადიონზე ტონგასთან გამართავს.




