სიეტლში, „ლუმენ ფილდზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.
სენეგალი თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ მეორე ტაიმის მიწურულს სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუშვა და ბელგიელებს დამატებით დროში თამაშის გადაყვანის და მოგების შანსი მისცა.
შეხვედრის 120-ე წუთზე, ვიდეორეფერიზე მომენტზე ხანგრძლივად დაკვირვების შემდეგ, მსაჯმა სენეგალის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ტილემანსმა ზუსტი დარტყმით ბელგიას გამარჯვება მოუტანა
სენეგალი - ბელგია დ.დ.2:3(2:2, 1:0)
გოლები: 25' ჰაბიბ დიარა 1:0, 51' ისმაილა სარი 2:0, 86' რომელუ ლუკაკუ 2:1, 89' იური ტილემანსი 2:2, 120+2' იური ტილემანსი, თერთმეტმეტრიანიდან 2:3
მერვედფინალში ბელგია ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბოსნიას და ჰერცეგოვინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ სხვა მეთექვსმეტედფინალური მატჩების შედეგებს:
კანადა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1:0(0:0)
ბრაზილია - იაპონია 2:1(0:1)
პარაგვაი - გერმანია დ.დ.1:1(1:1,1:0) პენალტები 4:3
მაროკო - ნიდერლანდები დ.დ.1:1(1:1, 0:0) პენალტები 3:2
ნორვეგია -კოტ დ'ივუარი 2:1(1:0)
მექსიკა - ეკვადორი 2:0(2:0)
საფრანგეთი - შვედეთი 3:0(1:0)
ინგლისი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2:1(0:1)




