ეროვნულ ლიგაში ოცდამეცხრე ტურის პირველი ორი მათჩი გაიმართა.

„ბათუმის „დინამომ“ თბილისში, „დავით პეტრიაშვილზე“, „გაგრა დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერობა სულ მცირე ოცდამეათე ტურამდე შეინარჩუნა.

„გაგრა“ - „დინამო“ ბათუმი 1:3(0:2)
გოლები: 5' ვიტორ პაულუ 0:1, 44' მაურიდისი, თერთმეტმეტრიანიდან 0:2, 67' დავით მუჯირი, თერთმეტმეტრიანიდან 1:2, 83' ნიკა კალანდარიშვილი 1:3


„სამგურალმა“ „26 მაისის სტადიონზე“ ტყიბულის „მეშახტე“ 2:0 დაამარცხა.

„სამგურალი“ - „მეშახტე“ 2:0(1:0)
გოლები: 5' ირაკლი სირაძე 1:0, 77' კლაუდიო კაბოლინია 2:0
გაძევება: 57' ლაშა უგრეხელიძე („მეშახტე“, წითელი ბარათი)


ეროვნულ ლიგა 2-ში „გარეჯმა“ უშუალო კონკურენტი „თელავი“ დაამარცხა  პრაქტიკულად მოუსპო მას ეროვნულ ლიგაში პლეი-ოფის გარეშე დაბრუნების შანსი.

გარეჯი“ - თელავი“ 2:1(1:0)
გოლები: 13' ლაშა კალანდაძე 1:0, 90' მათე ქომეთიანი 2:0, 90+2' ალეკო ანანიძე 2:1
გაძევება: 30' დანილო იზოტოვი („თელავი“, წითელი ბარათი)

„მერანი“ - „შტურმი“ 3:1(1:1)
გოლები: 4' თორნიკე შეყილაძე 0:1, 7' და 21' სერგო კუხიანიძე 1:1 და 2:1, 67' ლევან წოწონავა 3:1
90+5 წუთზე ლევან პაპავამ („შტურმი“) თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა
გაძევება: 88' ზურაბ სეხნიაშვილი („შტურმი“, წითელი ბარათი)

„ბოლნისი“ - „გორი“ 1:0(1:0)
გოლი: ზაზა ციცქიშვილი

„სამტრედია“ - „დუშეთი“ 0:1(0:0)
გოლი: 84' ლევან კობახიძე

საუკუნეზე მეტი ასაკის გუნდების შეხვედრაში გამარჯვება ზღვისპირელებს დარჩათ.

„კოლხეთი 1913“ - „ოდიში 1919“ 4:0(2:0)
გოლები: 16' და 39' ნიკოლოზ აბულაძე 1:0 და 2:0, 66' გია ჩადუნელი 3:0, 77' ვაგნერ გონსალვეში 4:0



მოამზადა რაულ კაპანაძემ