მსოფლიო ჩემპიონატის აზიის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ საგზურის მფლობელი მეექვსე გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

აზიის საკვალიფიკაციო ტურნირზე, ირანის, უზბეკეთის, სამხრეთ კორეის, იორდანიის და იაპონიის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ავსტრალიამ მოიპოვა. მან უშუალო კონკურენტი, საუდის არაბეთი გასვლაზე დაამარცხა.


ირანი - ჩრდილოეთ კორეა 3:0(0:0


უზბეკეთი - კატარი 3:0(1:0)


ყირგიზეთი - არაბთა გაერთიანებული საამიროები 1:1(0:1)






იორდანია - ერაყი 0:1(0:0)


პალესტინა - ომანი 1:1(0:0)


კორეა - კუვეიტი 4:0(1:0)




საუდის არაბეთი - ავსტრალია 1:2(1:1)


იაპონია - ინდონეზია 6:0(3:0)

ჩინეთი - ბაჰრეინი 1:0(0:0)

მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან და გამარჯვებულები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ. ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულები პლეი-ოფში გაარკვევენ გუნდს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის კონტინენტთაშორის გუნდების შეხვედრაში იბრძოლებს საგზურისთვის.