მილანის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ფიგურულ სრიალში გუნდური პირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფინალურ ეტაპზე გადასული ხუთი ქვეყნის მოციგურავეები გუშინ ერთმანეთს ყინულზე რიტმული ცეკვების თავისუფალი პროგრამით ეჯიბრებოდნენ, დღეს კი ყინულზე წყვილები გავიდნენ.
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ასპარეზობა 139,70 ქულით დაასრულა, მე-2 ადგილი დაიკავა და გუნდს ქულა მოუტანა.
ქალთა და კაცთა თავისუფალი პროგრამით ასპარეზობის წინ საქართველოს 41 ქულა აქვს და მესამე ადგილზე გასვლის და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. 




