ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე წყვილთა შორის ასპარეზობა დასრულდა.
ქართველმა მოციგურავეებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, თავისუფალი პროგრამით ასპარეზობაში 138,96 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავეს, ორი დისციპლინის ჯამში კი 218,41 ქულა დააგროვეს და ისტორიაში პირველად, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოუპოვეს.




