ყველას დავანახეთ, რომ ჩვენი ადგილი დიდ ტურნირზეა, შეგვიძლია კარგად თამაში, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ასევე პასუხისმგებლობას ზრდის მეორე თამაშზე, იმიტომ, რომ ჩეხეთთანაც უკვე ყველა მეტს ელოდება ჩვენგან“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობას, ალექსანდრე იაშვილის თქმით, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
„ვარჯიშობს ინდივიდუალურად. ბევრად უკეთესად არის და დიდი იმედი გვაქვს, შემდეგი თამაშისთვის მზადყოფნაში იქნება“, - დასძინა ალექსანდრე იაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველო თურქეთთან შეხვედრაში 1:3 დამარცხდა(ფოტორეპორტაჟი)