ხორვატიის დედაქალაქში მოჭიდავეთა სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს.

შეჯიბრების პირველ დღეს საჭიდაო ხალიჩებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 57-61-65-70-74-86კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები გავიდნენ.

70 კგ წონაში აკაკი ქემერტელიძემ მეოთხედფინალში უნგრელი ისმაილ მუსუკაევი 3:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ კალებ უაინ ჰენსონს 6:4 სზლია და ხვალ ოქროს მედლისთვის ირანელ მაჰდი ჰალილს შეხვდება.

86 კგ წონაში ვლადიმერ გამყრელიძემ მეოთხედფინალში ამერიკელ ზაჰიდ ვალენსიას 11:0 მოუგო, ნახევარფინალში ირანელ აბოლფაზლ მეჰდი შამსიპურ ჰაჯივანდის 2:2-ზე აჯობა და ხვალ ფინალში ამერიკელ პარკერ ჯეიმს კეკეისენთან იჭიდავებს.

65 კგ წონაში ნიკა ზაქაშვილი საწყის შეხვედრაში 0:9 დამარცხდა ირანელ პეიმან ალი ნემატისთან, რეპეშაჟი კი უნგრელ ზოლტან მატე მიზაის 10:6 მოუგო და ხ ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ გამზაგაჯი ხალიდოვს შეხვდება.

70 კგ წონაში გიორგი ელბაქიძემ საკვალიფიკაციო წრეში ინდოელ დიპაკ დიპაკს 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში უნგრელი ბენჯამინ დობლერი 13:4 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ დავიდ აარონ კართან 1:11 წააგო. ხვალ გიორგი ელბაქიძე ბრინჯაოს მედლისთვის ირანელ ალიაკბარ ალიასღარ ფაზლიხალილისთან იჭიდავებს.

57 კგ წონაში რობერტ დინგაშვილი ირანელ მილად ჯაჰანგირ ვალიზადესთან 0:11 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

61 კგ წონაში ხუთი მონაწილე იყო და შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა. გიორგი ღონიაშვილი ინდოელ ამან ამანთან 0:10 დამარცხდა, ამერიკელ ოსტინ ჯეიმს დისანტოსთან 2:12 წააგო, პალესტინელი ალი მოჰამედარიფ მოჰამედარფატ აბურუმაილა სუფთად დაამარცხა და ბოლოს ირანელ რეზა ჰოსეინ მომენიჯოუჯადეჰთან 0:10 დამარცხდა.