მაროკოში მიმდინარე აფრიკის „ერთა თასზე“ ბოლო ორი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა
ალჟირის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეხვედრაში კონგოელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენეს, დამატებითი დროს მიწურულს კი გოლი გაუშვეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
ალჟირი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დ.დ 1:0(0;0, 0;0)
გოლი: 119' ადილ ბულბინა
„ერთა თასის“ სამგზის (1992, 2015, 2023) გამარჯვებულ კოტ დ'ივუარის და ბურკინა ფასოს შეხვედრაში უპირატესობა მოქმედი ჩემპიონის მხარეს იყო.
კოტ დ'ივუარი - ბურკინა ფასო 3:0(2:0)
გოლები: 20' ამად დიალო 1:0, 30' იან დიომანდე 2:0, 87' ბაზუმანა ტურე 3:0
მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
მალი - სენეგალი
ეგვიპტე - კოტ დ'ივუარი
კამერუნი - მაროკო
ალჟირი - ნიგერია




