ამის შესახებ ინფორმაციას jeuneafrique ავრცელებს.

გუნდი დისკვალიფიცირებული იქნა, მისი სამწვრთნელო შტაბი დაითხოვეს ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ბრუნო ეკუელე მანგა დისკვალიფიცირდნენ მას შემდეგ, რაც აფრიკის „ერთა თასზე“  პირველივე რაუნდში გამოვარდნამ გაბონში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, - წერს jeuneafrique.

„აფრიკის „ერთა თასზე“ „პანტერების“ სამარცხვინო თამაშის გათვალისწინებით, მთავრობამ გადაწყვიტა, დაითხოვოს სამწვრთნელო შტაბი, შეაჩეროს ეროვნული ნაკრების საქმიანობა შემდგომ შეტყობინებამდე და გუნდიდან გარიცხოს მოთამაშეები ბრუნო ეკუელე მანგა და პიერ-ემერიკ ობამეიანგი“, - განაცხადა სპორტის მინისტრმა სიმპლის-დეზირე მამბულამ გაბონის ტელევიზიით გამოსვლისას.

კამერუნთან 0:1 და მოზამბიკთან 2:3 მარცხის შემდეგ გაბონი მესამე შეხვედრას 2:0-ს იგებდა მოქმედ ჩემპიონთან, კოტ-დ'ივუართან შეხვედრაში, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნა, დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

კოტ-დ'ივუართან მარცხმა გაბონელ გულშემატკივართა განრისხება გამოიწვია და ხელისუფლებამ ნაკრები გუნდის სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა, ნაკრები გუნდის თამაშები შეაჩერა და გუნდიდან გარიცხა ბრუნო ეკუელე მანგა და პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ეს უკანასკნელი პირველი ორი მატჩის შემდეგ „მარსელში“ დაბრუნდა და მიზეზად ტრავმა დაასახელა, ხოლო პირველს კოტ დ'ივუართან არ უთამაშია.