პოლონეთის ქალაქ პილაში 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრებო დღეს მოპოვებულ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს ორი ოქროს მედალი შემატეს.
81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი კოტე კაპანაძე გახდა, +100 კგ წონაში კი ირაკლი დემეტრაშვილი.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს (73კგ გიორგი ტერაშვილი, 81კგ კოტე კაპანაძე, +100კგ ირაკლი დემეტრაშვილი) ერთი ვერცხლის (57კგ ნინო ლოლაძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (66კგ თენგო ზირაქიშვილი)
 
 
            
            



