2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.