იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე 20 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა   წონით კატეგორიაში.

79 კგ წონით კატეგორიაში დავით ჭეჭელაშვილმა აზერბაიჯანელ მურადხან ზამინ ომაროვს 10:0 მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

97 კგ წონით კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფრანგი აშაბ დადაევი 10:0 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

57 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავე ნიკა ზანგალაძემ ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ვასიფ ბაგიროვთან 6:9 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

70 კგ წონით კატეგორიაში გოგა ოთინაშვილმა მოლდაველი ალექსანდრ გაიდარლი 11:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

65კგ წონით კატეგორიაში ლაზარე გუჯარაიძე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მოლდაველ მაქსიმ დიმოვთან 3:14 დამარცხდა და მეხუთე ადგილზე გავიდა.

ხვალ ოქროს მედლისთვის დაჩი პაპინაშვილი (86კგ) იჭიდავებს,  საბა კობახიძე (74კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125კგ) ბრინჯაოს მედლისთვის, სანდრო ყურაშვილი (92კგ) კი რეპეშაჟიდან იბრძოლებს ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად.