ალბანეთის ქალაქ დურესში დასრულდა 15 წლის ასაკის მოსწავლე გოგონათა ჩემპიონატი ჭადრაკში.

ქართველმა მოჭადრაკემ, 15 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ანასტასია კირთაძემ ბოლო, მეცხრე ტურში კოსოვოელ დუა რეჯეფის მე-5 სვლაზე შეუთანხმდა ყაიმზე  და 8 შესაძლებლობიდან ქულით 7 ქულით I ადგილი და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე ასაკის გოგონებში მოასპარეზე მარიამ ცეცხლაძემ, რომელსაც 7 ტურის შემდეგ 4 გამარჯვება და 3 ყაიმი ჰქონდა, მე-8 ტურში მასპინძელ ეკლეა ომერისთან მოიგო შეხვედრა და 6,5 ქულით II ადგილის და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.