ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" შსს-ში დაუდასტურეს.
„სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს," _ განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში. უწყების ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე გადაყავთ ფოთის იზოლატორში.