ვაკის პარკში უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს. სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას.
წყარო: საქართველოს პირველი არხი.