ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათამდე ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
გადაადგილების შეზღუდვა უჩანეიშვილის ქ. N8-დან უჩანეიშვილის I გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებით.
შეზღუდვის პერიოდში N450 მიკროავტობუსი წყნეთის გზატკეცილიდან უჩანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩით და შემდეგ გზას არსებული სქემის მიხედვით გააგრძელებს.