უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში, რაც ციფრებში ასე გამოიყურება:

•    დედაქალაქში 8 500 000 მ2 ფართობის გზის საფარი და 1 754 ქუჩა თუ გამზირი რეაბილიტირდა და გაკეთდა. გზების რეაბილიტაციასთან ერთად სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაირგო  მწვანე ნარგავები, მოეწყო ახალი განათებები და მიწისქვეშა კონტეინერები. 

•    თბილისში აშენდა 3 ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 ხიდსა და პანდუსს.

•    800-მდე მისამართზე განხორციელდა საყრდენი კედლების მშენებლობა და ფერდის გამაგრება. 

•    სანიაღვრე, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის განხორციელდა 2000-მდე პროექტი. არაერთ მისამართზე მოეწყო მანამდე არარსებული წყალარინების და სანიაღვრე ქსელები, მოხდა ცენტრალურ ქსელებზე დაერთება. 


•    ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები მოეწყო 16 მისამართზე, 128 000 მ2 ფართობზე; 

•    700-მდე ავარიული კორპუსს ჩაუტარდა გამაგრება; 

•    ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლებში განხორციელებულია 13 000-მდე პროექტი. მათ შორის, ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლება, სახურავების განახლება, სადარბაზოების მოწესრიგება, კორპუსის საჭირო სხვადასხვა სამუშაო.  ჯამში დაიხარჯა 285 000 000 ლარი. 

•    თბილისის განვითარების ფონდმა დედაქალაქის ისტორიულ უბნებში, 100 მისამართზე აღადგინა ისტორიული შენობები, მუზეუმები, ხიდები, ბაღები.

•    თბილსერვის ჯგუფი, გარდა ქალაქის დასუფთავების და ნარჩენების მართვისა, უდიდეს ძალისხმევას დებს მიწისქვეშა გადასასვლელების, საფეხმავლო ხიდების მოვლაში, გარე განათებების და მხატვრული მინათებების ქსელის, ასევე მიწისქვეშა კონტეინერების მოწყობაში. მოეწყო თანამედროვე ტიპის 500-მდე მიწისქვეშა კონტეინერი; არაერთ მიწისქვეშა გადასასვლელს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები და აღიჭურვა შშმ პირებზე ადაპტირებული ლიფტებით. 

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში დაიხარჯა 1 815 000 000 ლარი