უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
„კიდევ ერთი გმირი ძმა დაგვაკლდა სამწუხაროდ, დიდება ძმაო შენს გმირ სულს.. ვუსამძიმრებ პირველ რიგში ოჯახს ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს გმირი ბიჭის გარდაცვალებას.
გისამძიმრებთ ბიჭებო ჩვენი ძმის გარდაცვალებას. მებრძოლი ბრძოლაში კვდება, ბრძოლაში სიკვდილი კი ჩვენთვის პატივია მებრძოლებს ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზას ბევრი ვერ გაიგებს....”, წერს ავთო ქაჯაია “ფეისბუქზე“.








