დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. ასევე რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
„ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება. ასევე, ძლიერი ქარის გამო დაფიქსირდა ხეების წაქცევის, მცენარეების, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებების, ელექტროსადენებისა და ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების ფაქტები. რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები. ქალაქის მასშტაბით დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები",- აცხადებენ ბათუმის მერიაში.