თურქეთის საელჩო საქართველოში მედიისთვის პრესრელიზს ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პრესრელიზი
ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ.
მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი შემდეგ ელ. მისამართზე: pressaccreditation@iletisim.gov.tr ." - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.