საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. #127–ში მდებარე შენობის (ყოფილი ‘’რკინიგზელთა კულტურის სახლის’’) მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხვალ, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ შენობაში (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს დაათვალიერებს და შეხვედრას გამართავს თეატრის თანამშრომლებთან.
სამუშაოები მოიცავს შენობა-ნაგებობის სრულ რეაბილიტაციას, ტექნიკური აღჭურვილობის მოწყობის საინჟირნო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პროექტის მიხედვით ტექნიკური აღჭურვისათვის საჭირო სამუშაოების ნაწილის განხორციელებას.
ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, თეატრის სცენა და მაყურებელთა დარბაზის აღჭურვისთვის საჭირო საპროექტო - საინჟინრო პროექტის მომზადება.
თეატრის ახალი შენობა 2019 წელს გაიხსნება.