თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძარი ლიკვიდირებულია.