თბილისის მერმა კახა ჯალაძემ 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას "თბილისობა 2023" მიულოცა.

2023 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიიღო 26-მა მოქალაქემ. მათ შორის არიან:

არჩილ ხომასურიძე - რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი;

ჟანრი ლოლაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

ნუგზარ უბერი - ექიმი, პედიატრი;

ალექსანდრე კოტორაშვილი - ფოტორეპორტიორი;

რამაზ გახოკიძე - მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი;

გია ბაღაშვილი - მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე;

გურანა გრიგორაშვილი - ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი;

ნანა ფაჩუაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

თამაზ მაღლაკელიძე -  ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

ამირან ქორიძე - ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი;

გურამ ახალაია  - მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე;

მურმან ჯინორია  - თეატრისა და კინოს მსახიობი;

ლია სტურუა  - პოეტი;

ლეო ანთაძე  - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

იმედა  კახიანი  - კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

იამზე  დოლაბერიძე  - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი;

ლევან ლაღიძე  - მხატვარი;

დავით მაღრაძე - პოეტი, საზოგადო მოღვაწე;

რადიშ თორდია  - მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი;

ავთო მახარაძე  - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი;

ზურაბ ლეჟავა  - სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი;

მანანა ახმეტელი  - მუსიკათმცოდნე, პედაგოგი;

მამუკა ჩარკვიანი  - მუსიკოსი, კომპოზიტორი;

ევა ბაბალაშვილი -  მხატვარი, მწერალი;

რევაზ არველაძე - ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეციერებათა დოქტორი;

ზაზა ავალიანი - ექიმი - ფტიზიატრი.

დედაქალაქის მერმა თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.