ინსპექციამ სამგორის რაიონში, სოფელ პატარა ლილოს ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ორგანიზებული ჯგუფების მიერ ტყის მასივის უკანონოდ გახეხვის მასშტაბური ფაქტები გამოავლინა და აღკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
სამართალდამრღვევები თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დააკავა კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად.
კანონდარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, შემდგომი რეაგირებისთვის საქმე გადაიგზავნა პოლიციაში; ასევე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელდა უკანონო საქმიანობაში გამოყენებული საშუალებების ჩამორთმევა/დალუქვა.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ დათვლილია გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სამართალდამრღვევებს მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამის ფინანსურ სანქციები დააკისრა.