თბილისის ანძა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ფერებში განათდა.

აღნიშნული უკავშირდება ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას, რომელიც თბილისში იმართება და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მასპინძლობს.

რიგით მე-18 ასამბლეა „რადისონ ბლუ ივერიის“ საკონფერენციო დარბაზში იმართება.

ღონისძიება დღეს გაიხსნა და მას EBU-ს წევრი 47 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.