კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.

„თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.

დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.

გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენის დაზიანების შედეგად გაზმომარაგება 150 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.