ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ტელეკომპანია "რიონთან" აცხადებს, რომ ქუთაისში დევნილებს მალე ბინები გადაეცემათ. მისი განცხადებით 42 ბინა უკვე დასრულებულია, ხოლო 360 2-3 თვეში სამინისტროს ჩაბარდება. როგორც მინისტრი აცხადებსბინები კარგი აშენებული და კარგად გარემონტებული იქნება, სადაც უკიდურესად გაჭირვებული დევნილები იცხოვრებენ.
"ქუთაისში დამთავრდა კიდევ ერთი ეტაპი განაცხადების მიღების დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებაზე და მთავრდება 400 ბინის უკვე საბოლოო რემონტი, მშენებლობები უკვე დასრულებულია. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ 42 დამთავრებულია და დანარჩენი 360 ბინა უახლოეს 2-3 თვეში ჩაგვბარდება. შესაბამისად 400 დევნილი მიიღებს ბინას. ლაპარაკია ქუთაისის ძალიან კარგ ადგილებში, აღმაშენებლის პროსპექტზე პარლამენტის გვერდით. ძალიან კარგად აშენებულ და კარგად გარემონტებულ ბინებზეა საუბარი. ალბათ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ასეთი მასშტაბური მშენებლობა, ბინათმშენებლობის კუთხით არც ყოფილა, რაც ბოლო ამ 1 წლის განმავლობაში განხორციელდა. შესაბამისად 400 დევნილი ოჯახი, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში იყო მიიღებს ამ ბინას"- განაცხადა სუბარმა.