ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ.

12 თებერვალს, მსახიობი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ დრომდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სოსო ჯაჭვლიანს ქაშუეთის ტაძრიდან დღეს გამოასვენებენ და საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.