გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში - ყაზბეგის, ჩოლოყაშვილისა და თავდადებულის ქუჩებს აწესრიგებს.
ყაზბეგის ქუჩაზე 1 550 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გზის საფარი წესრიგდება, რისთვისაც დაახლოებით, 455 000 ლარი დაიხარჯება. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კი, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ასფალტის საფარი. აღნიშნულისთვის დაახლოებით, 83 000 ლარი დაიხარჯება.
საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეც, სადაც 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბეტონის გზა დაიგება. სამუშაოებისთვის დაახლოებით, 80 000 ლარი დაიხარჯება.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.