დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა, ასევე ცესკოს აპარატის, სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

საარჩევნო ადმინისტრაცია სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციაში 2010 წლიდან აქტიურად არის ჩართული. თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩართულობა, რითაც  სისხლის ბანკის მარაგის შევსებას და საჭიროების მქონე პაციენტების დახმარებას ვუწყობთ ხელს,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სისხლის ჩაბარების შემდეგ.

სისხლის დონაციის აქცია „სისხლის ცენტრთან“ თანამშრომლობით გაიმართა. „სისხლის ცენტრის“ მიერ თბილისსა და რეგიონებში დაახლოებით 30-მდე კლინიკა მარაგდება.