გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, სამუშაოები ზაჰესში, შოთაძის ქუჩის ნაწილზე  და  ჩიხებში  მიმდინარეობს, სადაც გზის საფარი აქამდე არ არსებობდა. 

სამუშაოების შედეგად დაახლოებით, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყობა. პროექტისთვის დაახლოებით, 203 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.