საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ სამედიცინო კორპორაცია ევექსის პოლიკლინიკებში და 70% -100% -მდე დაფინანსებით მიიღონ:

  • ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაცია;
  • ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები;

დაზღვევით დაუფარავ სამედიცინო სერვისებზე კორპორაცია პაციენტებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ასევე, სიახლე სამედიცინო კორპორაცია ევექსში:

  • 30%-იანი ფასდაკლება იქნება ყველა იმ სერვისზე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნაწილობრივ ფარავს.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებში:

  • საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ.40
  • ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის გამზ.69
  • გლდანის პოლიკლინიკა, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ
  • ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ. 30
  • მთაწმინდის პოლიკლინიკა, ვ.ვეკუას ქ. 3
  • დიდი დიღმის პოლიკლინიკა, ი.პეტრიწის ქ.16
  • დიდუბის პოლიკლინიკა, აკ.წერეთლის გამზ.141ა
  • დიაგნოსტიკური ცენტრი, პ.ქავთარაძის ქ.23

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ევექსის პოლიკლინიკებში დარეგისტრირებისას ბენეფიციარები მიიღებენ ჯიპისის ან ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელის  10 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს.