ხვალ ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი მე-11 ნომრად წარდგება. კონკურსის წესების მიხედვით, საქართველოდან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ არის შესაძლებელი, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ხმის მიცემა შესაძლებელია მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნებიდან: დანია, სომხეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ბელგია, კვიპროსი, ისლანდია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვენია, სან-მარინო, ავსტრია, ალბანეთი, ლიეტუვა, ავსტრალია. ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან.

ევროვიზიის კონკურსი ევროპის დროით 21:00 საათზე, ხოლო ხმის მიცემა 22:20 საათზე დაიწყება.